მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა.
ჰოისგენს შეკითხვა დაუსვეს, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდასხმის ბრძანება გასცეს. „რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს, პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა იყო“, - განაცხადა ჰოისგენმა.
მისივე თქმით, პუტინი ცდილობდა აღედგინა დიდი რუსეთი დაშლილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში, გლობალური იმპერია, რომელსაც ის მართავდა, როგორც მეფე.
ჰოისგენმა აღნიშნა, რომ პუტინის სამიზნე შესაძლია, იყოს მოლდოვა ან ბალტიის ქვეყნები.
ამავე დროს, ჰოისგენს არ დაუკონკრეტებია რაზე შეიძლება წავიდეს პუტინი.
”მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ მიიღოს იარაღი და სამხედრო დახმარება, რომელიც მას სჭირდება რუსი აგრესორების წინააღმდეგ და თავისი ტერიტორიიდან მათ განსადევნად”, - თქვა მან.