სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მომხრეა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვან.
”წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ სპორტული დისციპლინა და მასში აბსოლუტური მსოფლიო ლიდერი არის რუსეთიდან ან ბელარუსიდან. თქვენ უკრძალავთ მათ ასპარეზობაში მონაწილეობას და იმარჯვებს ის, ვინც სხვა შემთხვევაში სავარაუდოდ, ვერ მოიგებდა. რა ღირს ეს ოქრო? ჩემს ცხოვრებაში მე ხელს არ შევუშლიდი სპორტსმენებს მონაწილეობა მიეღოთ ასპარეზობაში, რადგან მათ უნდა აჩვენონ, აქვთ თუ არა ყველაფერი ის, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის“, - თქვა ფიცომ.
ამასთან, 14 დეკემბერს კომიტეტმა განაცხადა, რომ ექვსმა რუსმა და ხუთმა ბელარუსმა სპორტსმენმა მიიღო ლიცენზია, თუმცა მათი სახელები არ იყო მიუთითა.