პენტაგონის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
„არსებობს გარკვეული საშუალება, რომელიც მიეწოდება USAI-სპროგრამის ფარგლებში და მოიცავს საჰაერო თავდაცვის გარკვეულ შესაძლებლობებს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინის საჭიროებების დასადგენად და შემდეგ მათთან მუშაობას ამ პროცესის გასაადვილებლად“, - თქვა რაიდერმა.
მანამდე აშშ-ის სენატმა მიიღო პროცედურული გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის შემდგომი განხილვის შესახებ.