პოლონეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებები, რომლებიც მან ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინს ნულოვანი ნდობა აქვს.
ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრა პოლონეთში ან ლატვიაში "გამორიცხულია".
"ჩვენ არ გვაქვს ინტერესი პოლონეთის, ლატვიის ან სხვა რამის მიმართ. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? ჩვენ უბრალოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ეს უბრალოდ დაძაბულობის გაღვივებაა", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პუტინის განცხადებას ნულოვანი ნდობა აქვს.
"ვერაფერი გვაიძულებს, შევასუსტოთ ჩვენი სიფხიზლე... და ასეთი სიტყვები, რა თქმა უნდა, არ იწვევს ამას (ნდობას), არამედ პირიქით,” - განუცხადა კოსნიაკ-კამიშმა ჟურნალისტებს.
პოლონეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, მას აქვს გრძელი საზღვარი რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან და რუსეთის კალინინგრადის რეგიონთან, რომელიც სავსეა სამხედრო ბაზებით.
"რაც უფრო მეტად ეცდება ვინმე დარწმუნებას, რომ რაღაც არ არის დაგეგმილი, მით უფრო საეჭვო უნდა იყოს, განსაკუთრებით ასეთო გამონათქვამების შემდეგ", - თქვა კოსინიაკ-კამიშმა.
კარლსონთან ორსაათიან ინტერვიუში, პუტინმა თქვა, რომ ნაცისტური გერმანიის 1939 წლის შეჭრა პოლონეთში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდა, მოხდა იმის გამო, რომ ვარშავა „უმართავი იყო“.
პუტინის თქმით, 1939 წელს თავად პოლონეთმა აიძულა ნაცისტური გერმანია მას თავს დასხმოდა.
ამ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მწვავე რეაქცია მოჰყვა, მან პუტინს რუსეთის დიქტატორი უწოდა.
"ჩვენ შეჩვეული ვართ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარანოიდულ გამართლებას. შოკისმომგვრელია, რომ ამჯერად ამერიკელი ჟურნალისტი ეხმარება მას ამაში", - თქვა სიკორსკიმ.