ENG / RUS       12+

აზერბაიჯანული მხარე რეგიონში მშვიდობას ყოველთვის მხარს უჭერდა - სიმონ კოპაძე

რესპოდენტის შესახებ

ექპერტი სიმონ კოპაძე

ექპერტი სიმონ კოპაძე

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის და მათი მოსახლეობისთვის. გაიზარდა თუ არა მშვიდობის შანსი ბოლო პერიოდში, როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება და უშლის თუ არა ვინმე ამას ხელს რეგიონში - ამ თემაზე ექპერტ სიმონ კოპაძეს ვესაუბრებით. 

- მას შემდეგ, რაც 44- დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, ოფიციალური ბაქო აცხადებდა, რომ მზად იყო მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა. თუმცა ამავე დროს, აზერბაიჯანულ მხარეს ეჭვი ეპარებოდა, სურდა თუ არა იგივე სომხეთს? თქვენ რას ფიქრობთ?  

2020-2023 წლებში მიმდინარე ყველა პროცესის დროს ილჰამ ალიევი მოლაპარაკებებს სთავაზობდა სომხეთს. აზერბაიჯანი სომხეთს  ყოველთვის მშვიდობას სთავაზობდა და ერევანს შესაძლებლობას უქმნიდა თავისი შეცდომის გასასწორებლად. თუმცა  სომხეთს ეგონა, რომ საფრანგეთთან  ერთად რაიმე ფორმით რაღაცის მიღწევას შეძლებდა. ეს არ მოხდება.  თუ სომხეთს  წინსვლა სურს,  თბილისში შეხვედრებისთვის მზად უნდა იყოს - პირველ რიგში, ექსპერტების დონეზე, რადგან  თუ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა გვინდა, ეს აქაურმა სამმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს. თუმცა სომხური მხარე  თავისი ქმედებების გამო ყველა ეკონომიკური პროექტის მიღმა დარჩა და საკუთარი თავი დაიზიანა. ისინი თავიანთი სისულელეს მსხვერპლი გახდნენ. ამის შემდეგ,  რა თქმა უნდა,  ილჰამ ალიევს  ვეღარაფერს მოსთხოვენ.  აზერბაიჯანს არც ადამიანის უფლებები დაურღვია და  არც  საერთაშორისო სამართალი. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ჩვენი რეგიონისთვის და ვინ არის ამ პროცესის მომხრე და მოწინააღმდეგე?

- ერთ ნიუანს აღვნიშნავ -  სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ ილჰამ ალიევის, არამედ აზერბაიჯანელი ხალხის სურვილია,  რადგან, ჩემი აზრით,  აზერბაიჯანული მხარე რეგიონში მშვიდობას ყოველთვის მხარს უჭერდა.  მათ ესმით, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეიძლება განვითარება, ხალხის ნორმალურ პირობებში ცხოვრება. რეგიონს უდიდესი რესურსი და პოტენციალი გააჩნია, რომ გახდეს ყველაზე მდიდარი. ბუნებრივია,  ეს  ბევრ ქვეყანას აწუხებს, კერძოდ ჩრდილოელ  მეზობელს.  თუმცა მეორე მხრივ, აზერბაიჯანმა შეძლო ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების დამყარება, მათ შორის რუსეთთან.  პირადად მე  არასოდეს ვენდობი რუსეთს,  მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს ნორმალური მეგობრული ურთიერთობები უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანთან. ასევე, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი რუსეთის კონკურენტია. აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის გატანის ალტერნატივაა. 

-  თქვენ ბაქოში  ბევრჯერ ხართ ნამყოფი.  ბოლოსაზერნაიჯანის დედაქალაქს დეკემბერში ეწვიეთ. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

 - მე აზერბაიჯანში  ვიზიტის დროს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზეც ვიყავი. ზენგილანსა და აგდამში ყოფნისას დავაკვირდი მშენებლობის პროცესს.  ყველა გაოცებული იყო იმით, თუ  რა ტემპებით მიმდინარეობს სამუშაოები - ეს  თქვენი თვალით უნდა ნახოთ. მიმაჩნია, ყველას ქვეყანას  სწორედ ასეთი ლიდერის ყოფნა. არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს ასეთი სწრაფი რეაბლიტაციის პროცესი. . ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო კი ის არის, რომ მმართველობაში ინიშნებიან ახალგაზრდები, ენდობიან  მათ, რამაც, რა თქმა უნდა,  ძალიან გამახარა.

- აზერბაიჯანში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენი აზრით, როგორია აზერბაიჯანის მოსახლეობაში ილჰამ ალეივის ნდობის ფაქტორი?

-  მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,  პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის ხელმძღვანელისთვის   დიდი წარმატება და უპირატესობაა,  რადგან ხალხი სწორედ ამით აფასებს  ლიდერს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ხალხს კარგად ესმის  ილჰამ ალიევის  საქმიანობა და კარგად იცის,  როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

- თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდება არჩევნები?

-   ამჟამად ილჰამ ალიევს დიდი უპირატესობა აქვს.  ვერც ერთ კონკურენტი ვერ შეძლებს მასთან ბრძოლას,  ვინაიდან  ილჰამ ალიევის  ხელისუფლების პერიოდში მოპოვებული წარმატებები უდიდესი ინვესტიციაა აზერბაიჯანის მომავლისთვის. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანისთვის ახალი საუკუნეს  ჩაუყარა საფუძველი.  ვფიქრობ, რომ ილჰამ ალიევისნაირი ლიდერები საუკუნეში მხოლოდ ერთხელ იბადებიან. დამავატებ იმასაც, რომ 30 წლის შემდეგ არჩევნები  აზერბაიჯანის მთელ  ტერიტორიაზე ჩატარდება. ბუნებრივია,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია,  რადგან როცა ქვეყნის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია,  არჩევნები არ ითვლება სრულყოფილად. ახლა მთელი აზერბაიჯანი მონაწილეობას მიიღებს. ხალხი ილჰამ ალიევს უჭერს მხარს. ჩემი თვალით  ნანახს ვამბობ - . ვითარდება ქალაქები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ახალგაზრდები მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებია. ამ ყველაფრის დანახვა გვაოცებს, წარმოიდგინეთ ახლა აზერბაიჯანელი ხალხის განწყობა  როგორია? ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ის უკონკურენტოა.

ხანლარ მეჰდიევი