სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განცხადა.
მისი ინფორმაციით, სტამბოლის წმინდა მარიას ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ერთ-ერთ პირს თავს დაეხა.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდნ მიიმალნენ.
ერლიკაიას განცხადებით, დაწყებულია ფართომასშტაბური გამოძიება. მისივე თქმით, სამართალდამცველები თავდამსხმელებს ეძებენ.
„მკაცრად ვგმობთ ამ საზარელ თავდასხმას“, - განაცხადა ერლიკაიამ.