საბერძნეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისთვის სახმედრო დახმარების პაკეტის გადაცემა.იტყობინება ბერძნული მედია.
როგორც იუწყებიან, თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინისთვის იმ შეიარაღების მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს.
ამ დროისთვის, უცნობია რა სახის შეიარაღება გადაეცემა უკრაინას. თუმცა მედია მიანიშნებს, რომ ეს შესაძლოა იყოს საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები - "Тор", "Оса", С-300, ЗУ-23-2.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისს მოუწოდა, გადაეცა უკრაინისთვის შეიარაღება, რის სანაცვლოდაც ვაშინგტონიდან 200 მლნ დოლარის დახმარებას მიიღებდა.