ორმა აქტივისტმა პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნამუშევარს, "მონა ლიზას" წვნიანი შეასხა.
ნახატს ტყვიაგაუმტარი მინა იცავს, ამიტომ ის არ დაზიანებულა.
აქტივისტებმა თავიანთი ქმედება „ჯანსაღი და მდგრადი საკვების უფლების“ ხელშეწყობის სურვილით ახსნეს.
მე-16 საუკუნის ნახატი, რომელიც 2005 წლიდან არის გამოფენილი, უკვე რამდენჯერმე გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი. 2022 წლის მაისის ბოლოს, აქტივისტმა ნახატს ნამცხვარი ესროლა და ხალხს მოუწოდა „დედამიწაზე ეფიქრათ“.
"მონა ლიზას" დამცავი მინა 1950-იანი წლების შემდეგ იცავს, როდესაც მას ვიზიტორმა მჟავა შეასხა და დააზიანა.