უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა მირნოგრადის საცხოვრებელი კვარტალი.
დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც თავდასხმის დროს თავინთ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ.
ასევე, აფეთქების შედეგად დაზიანდა 14 საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა.