უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, კიევში დრონების ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს. ისაუბრეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბრის უმეტესი ნაწილი დაეთმო საერთო ნაბიჯების განსაზღვრას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის დრონების წარმოების გაზრდის მიზნით.
„ლიეტუვას აქვს ტექნოლოგიები, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები გავაფართოვოთ წარმოება, ეს იყო საკვანძო თემა. არსებობს მკაფიოობა, რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უკრაინა-ლიეტუვის თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში მაქსიმალური შედეგი გამოიღოს უმოკლეს დროში“, - თქვა კულებამ.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკების სხვა თემები იყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების, შეერთებული შტატების დამატებითი დახმარების დამტკიცების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების და გაყინული რუსული აქტივების საკითხები.