უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინაში 521 ბავშვი დაიღუპა და 12 15-ზე მეტი დაშავდა.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა შემდეგ ოლქებში: დონეცკის (505), ხარკოვის (326), ხერსონის (146), კიევის - (130), დნიპროპეტროვსკის - (111), მიკოლაივის - (101), ზაპოროჟიეს - (100), ჩერნიჰივის - (72), ლუჰანსკის - (67).
26 იანვარს, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადში ორი გოგონა დაშავდა.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ მონაცემები საბოლოო არ არის, მსხვერლპთა ზუსტი მონაცემების დადგენა გართულებულია საბრძოლო მოქმედებების ზონაში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.