იემენელმა „ჰუსტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერ Marlin Luanda-ზე სარაკეტო იერიში განახორცილეს. იუწყება BBC
მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის მფლობელმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულები არ არიან.
ბრიტანეთის საზღვაო-სავაჭრო ოპერაციების სამმართველოს ცნობით, გემი ადენის პორტიდან 60 საზღვაო მილით იყო დაშორებული.