ჩრდილოეთ კორეამ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, სამხრეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის აგრესიული განცხადებების ფონზე. როგორც გამოცემ The New York Times-ს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განუცხადეს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოვლენების ასეთი განვითარებას მოელის.
მათი განმარტებით, ვერ ხედავენ „კორეის ნახევარკუნძულზე სრულმასშტაბიანი ომის გარდაუვალ რისკს“, თუმცა მიიჩნევენ, რომ ფხენიანმა შესაძლოა, დარტყმა ისე განახორციელოს, რომ თავიდან აიცილოს სწრაფი ესკალაცია.
NYT-ის წყაროებს მაგალითად, მოჰყავთ 2010 წელს სამხრეთ კორეის ერთ-ერთი კუნძულის დაბომბვის ინციდენტი, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლით დაუპირისპირდნენ. შედეგად, ორივე მხრიდან რამდენიმე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა დაბომბვა შეწყდა.
აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ კიმ ჩენ ინი შესაძლოა გათამამდეს რუსეთთან მისი პარტნიორობის გაფართოების შედეგად. ამავდროულად, ამერიკულ მხარეს ჯერ არ დაუფიქსირებია კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა საომარი მოქმედებებისთვის ან დიდი ომისთვის ემზადება.