უკრაინა 2024 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომას 4 ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რითაც ის ეცდება, მოახდინოს ომის გამო დაკარგული ენერგეტიკული სიმძლავრეების კომპენსირება. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა.
ოთხივე რეაქტორი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე აშენდება.
მინისტრის განცხადებით, ორი ენერგობლოკი აშენდება რუსული წარმოების აღჭურვილობით, რომლის იმპორტიც ბულგარეთიდან იგეგმება, დანარჩენი ორი ბლოკი კი დასავლური ტექნოლოგიებით აშენდება.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტების პირველი შედეგების მიღება 2,5 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ამჟამად უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამი ელექტროსადგური აწარმოებს ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროების 55%-ზე მეტს.