შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს "ჰუსიტების" სახელით ცნობილ რადიკალური მოძრაობის 4 ლიდერს.
რადიკალური მოძრაობა აკონტროლებს იემენის ნაწილს და ბოლო თვეებია თავს ესხმის წითელ ზღვაში კომერციულ ხომალდებს.
სანქციები დაუწესდათ მოჰამედ ნასერ ალ-ატიფს, რომელსაც ამბოხებულთა მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უჭირავს და "ჰუსიტების" საზღვაო ძალების მეთაურს მუჰამედ ფადლ აბდ ალ-ნაბის.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი განცხადებით, სანქციების დაწესდა წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში ხომალდებზე თავდასხმებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, შეერთებულმა შტატებმა "ჰუსიტები" ტერორისტული ორგანიზაციების ნუსხაში დააბრუნა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტები" რეგულარულად უტევდნენ კომერციულ გემებს წითელ ზღვაში მას შემდეგ, რაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს 2023 წლის ოქტომბერში. მათი განცხადებით, გააგრძელებენ თავდასხმებს, ვიდრე "ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, მასიური დარტყმები განახორციელეს იემენში "ჰუსიტების" სამიზნეებზე.