გერმანია ეროვნული თავდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად და უსაფრთხოების სააგენტოებთან, კატასტროფების მართვის ორგანიზაციებთან და სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან ბუნდესვერის ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, გარკვეულ ზომებს მიიღებს.
25 იანვარს, ბერლინში გაიმართება სიმპოზიუმი, სადაც განიხილება გერმანიის თავდაცვის ახალი ოპერატიული გეგმა (OPLAN), რომელიც მზადდება დაძაბულობის გაზრდისა და ქვეყნის დაცვის აუცილებლობის შემთხვევისთვის. იუწყება dpa.
შეხვედრში მონაწილეობას მიღებენ გერმანიის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებიც. აღნიშნული გეგმა მარტის ბოლომდე უნდ მომზადდეს.
ამრიგად, გერმანიას ცივი ომის შემდეგ პირველად ექნება თანამედროვე და ვრცელი თავდაცვის გეგმა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ევროპაში არსებული ძალთა ბალანსი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც არსებობდა 30 წლის წინ, როდესაც გერმანია ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე იმყოფებოდა. ახლა გერმანია ზურგშია და მისი ამოცანა იქნება ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის ძალებისა და მომარაგების მარშრუტების მხარდაჭერა.