მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მიჰაი პოპშოი გახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, პოპშოი საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას მომავალი კვირიდან შუედგება.
ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ შეიქმნა ახალი სამინისტრო - ევროინტეგრაციის სამინისტრო, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ქრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს.
მანამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.