შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა მორიგი შეტევა განახორციელეს იემენში, მეამბოხე "ჰუსიტების" სამხედრო ობიექტებზე.
მოკავშირეთა იერიში ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სარაკეტო იერიში იყო პასუხი "ჰუსიტების" თავდასხმებზე, რომლებსაც ისინი წითელ ზღვაში სავაჭრო და სამხედრო ხომალდებზე ახორციელებენ.
მოკავშირეთა ქმედებები მიზნად ისახავს, "შეარყიოს და შეასუსტოს შესაძლებლობები, რომლებსა "ჰუსიტები" იყენებენ გლობალური ვაჭრობისა და უდანაშაულო მეზღვაურების წინააღმდეგ".
ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტები" რეგულარულად უტევდნენ კომერციულ გემებს წითელ ზღვაში მას შემდეგ, რაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს 2023 წლის ოქტომბერში. მათი განცხადებით, გააგრძელებენ თავდასხმებს, ვიდრე "ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, მასიური დარტყმები განახორციელეს იემენში "ჰუსიტების" სამიზნეებზე.
ვაშინგტონმა "ჰუსიტების" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა.