გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, მოხდა 68 საბრძოლო შეტაკება, საერთო ჯამში მტერმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 3 სარაკეტო და 68 ავიადარტყმა განახორციელა. 56-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სიტემებიდან.
გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა 4 S300/400-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტებით სარაკეტო შეტევა განახორციელეს ხარკოვის ოლქის ქალაქ ხარკოვისა და ბალაქლეის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
საჰაერო დარტყმების ქვეშ მოექცა გრანოვი, გრიგორიევკა, პესჩანოე, ხარკოვის ოლქი; ნოვოეგოროვკა, ბელოგოროვკა, სერებრიანსკოეს სატყეო მეურნეობა, ლუჰანსკის ოლქი; ტერნი, რაზდოლოვკა, ბოგდანოვკა, ხრომოვოე, კლეშჩეევკა, ბელაია გორა, მაიორსკოე, ნოვობახმუტოვკა, ავდიივკა, ვოდიანოე, ნოვომიხაილოვკა, სტარომაიორსკოე, დონეცკის ოლქი; ნოვოდაროვკა, ზაპოროჟიეს რეგიონი; კაჩკაროვკა, წითელი მაიაკი, ზმიივკა, ბერისლავი, ხერსონის ოლქი.
საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა ჩერნიჰოვის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებში 140-ზე მეტი დასახლება.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმა განახორციელა 8 უბანზე, სადაც კონცენტრირებული იყო მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ასევე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ერთი X-59-ის ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა.