ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დააფიქსირეს ექვსი ჩინური საჰაერო ბუშტი ტაივანის სრუტის მედიანურ ხაზზე, რომელიც არაფორმალური გამყოფი ხაზია ჩინეთსა და ტაივანს შორისაა გავლებული. მათივე განცხადებით, ერთ-ერთმა კუნძული გადალახა. იუწყება Reuters
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტაივანის ტერიტორიაზე ჩინური საჰაერო ბურთი შენიშნეს. იანვრის დასაწყისში ტაივანის თავდაცვის მინისტრი ჩინეთს საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუქარაში და ტაივანის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ომის წარმოებაში ადანაშაულებდა, რომელსაც საჰაერო ბურთებით ახორციელებდა.