აშშ მტკიცედ გმობს ერაყის ქალაქ ერბილზე ირანის თავდასხმებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენ ვგმობთ ირანის უგუნურ სარაკეტო თავდასხმებს, რომლებიც ძირს უთხრის ერაყის სტაბილურობას. მხარს ვუჭერთ ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ძალისხმევას ერაყელი ხალხის მისწრაფებების უზურუნვესაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან აფექთებების სერია მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა რომ დარტყმები მიიტანა „ჯაშუშების შტაბ-ბინებზე“.
დარტყმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. მათ შორის არ არიან კოალიციური და აშშ-ის ძალების ჯარისკაცები, ასევე არ დაზიანებულა არც ერთი ამერიკული ობიექტი. ამასთან, კოალიციურმა ძალებმა ერბილის აეროპორტის რაიონში ჩამოაგდო სამი უპილოტო საფრენი აპარატი.