ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან აფექთებების სერია მოხდა. ინფორმაციას ABC News ერაყის სპესცამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა რომ დარტყმები მიიტანა „ჯაშუშების შტაბ-ბინებზე“.
დარტყმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. მათ შორის არ არიან კოალიციური და აშშ-ის ძალების ჯარისკაცები, ასევე არ დაზიანებულა არც ერთი ამერიკული ობიექტი. ამასთან, კოალიციურმა ძალებმა ერბილის აეროპორტის რაიონში ჩამოაგდო სამი უპილოტო საფრენი აპარატი.
ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს თქმით, დარტყები ძალიან ძლიერი იყო, თავდასხმის ქვეშ მოექცა ამერიკის საკონსულოსთან მდებარე რვა ობიექტი
ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს შეეხება.