იემენელი "ჰუსიტების" მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაცია CNN ავრცელებს აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით.
"მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გადამზიდავმა, რომელიც ეკუთვნის და მართავს აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Eagle Bulk, უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და განაგრძობს სვლას", - აცხადებს ცენტრალური სარდლობა. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი პირები არ დაშავებულან.
მანამდე, ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო Ambrey-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ "ჰუსიტებმა" სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.