ჩინურმა კომპანია Betavolt-მა შექმნა მსოფლიოში პირველი „ბირთვული ბატარეა“ მობილური მოწყობილობისთვის. ბატარეამ, რომელიც მონეტის ზომისაა, შეუძლია აუცილებელი დამუხტვის გარეშე ენერგია 50 წლის განმავლობაში გამოიმუშაოს.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ კვების ასეთი წყარო უსაფრთხოა როგორ ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. გარდა ამისა მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს -60°C -დან 120°C-მდე ტემპერატურაზე.
"ბირთვული ბატარეა ეკოლოგიურად სუფთაა. მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ სპილენძის სტაბილურ იზოტოპებად გადაიქცევა, რომელიც არარადიოაქტიურია და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის", - აცხადებენ კომპანიაში.
ცდები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მისი წარმოება 2025 წლისთვის არის დაგგემილი.
ძირითადად ბირთვული ბატარეა, თავისი ზომიდან გამომდინარე, გათვლილია სმარტფონებისა და დრონებისთვის, თუმცა, როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, მისი გამოყენება ეფექტური იქნება სამედიცინო მოწყობილობებშიც, როგორიცაა მაგალითად კარდიოსტიმულატორი, ხელოვნური გული, კოხლეარული იმპლანტები და სხვა.
მსგავსი ტიპის ბირთვულ ბატარეებზე მუშაობენ ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.