ისრაელის ქალაქ რაანანაში პალესტინური წარმოშობს პირი ქუჩაში გამვლელებს დანით თავს დაესხა და ქვეითებს მანქანა გამიზნულად დააჯახა. დაშავდა სულ მცირე 19 ადამიანი.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაჭრა სამი ადამიანი, შემდეგ გაიტაცა ავტომობილი და ქვეითად მოსიარულეებს შორის შეიჭრა.
ისრაელის პოლიციამ თავის მხრივ განაცხადა, რომ თავმდამსხმელმა ზედიზედ სამი მანქანა გაიტაცა. ის დაკავებულია, პოლიცია არკვევს ჰქონდა თუ არა მას პოლიტიკური მოტივები.