2023 წელს გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წელთან შედარებით შემცირდა.
ამას მოწმობს სტატისტიკის ფედერალური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
სააგენტო Destatis-ის ცნობით, გერმანიის ეკონომიკა გასულ წელს 0.3 პროცენტით შემცირდა.
„2023 წელს გერმანიის საერთო ეკონომიკური განვითარება შეფერხდა პირობებში, რომელიც კვლავ განიცდის მრავალჯერადი კრიზისების გავლენას“, - განაცხადა Destatis-ის ხელმძღვანელმა რუთ ბრანდმა.
სექტორებს, შორის, რომლებიც სირთულეებს განიცდიან არის სავტომობილო მრეწველობა და სამშენებლო სფერო. მაღალმა ინფლაციამ შეაფერხა კერძო მოხმარება, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ეკონომიკისთვის.
2022 წელს გერმანიის ეკონომიკა 1,8 პროცენტით გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, რომ გერმანია ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა იქნებოდა, რომელიც 2023 წელს ვარდნას დააფიქსირებდა.
აღნიშნული მონაცემები ცუდი სიახლეა ევროზონისთვის, სადაც გერმანია უმხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს.
ეკონომისტების ნაწილი 2024 წლისთვის არ ელოდება გერმანიის ეკონომიკის მდგრად აღდგენას. ცოტ ხნის წინ მათ თავინთი პროგნოზები დასწიეს და ახლა ერთ პროცენტზე ნაკლებ ზრდას მოელიან.