გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიის შეიარაღებული ძალები 2024 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება.
ამის შესახებ გამოცემა გერმანიის შეიარღებულ ძალების საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტის თანახმად, ნტო-სა და რუეთს შორის ესკალაცია შესაძლოა, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყოს.
საიდუმლო დოკუმენტში გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეტალურად აღწერს რუსეთსა და ნატო-ს შორის შესაძლო „კონფლიქტის გზას“. ბუნდესვერის სცენარის მიხედვით რუსეთისა და დასავლეთის ქმედებები აღწერილია თვიდან თვემდე, რომლის კულმინაციას წრმოადგენს ნატო-ს ასობით ათასი ჯარისკაცის განთავსება დ 2025 წლის ზაფხულისთვის ომის გარდაუვალი დაწყება.
სცენარის მიხედვით, სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა, მოხდეს ოქტომბერში, თუ რუსეთი კალინინგრადში ჯარს და საშუალო მანძილზე მფრენ რაკეტებს განალაგებს. ბუნდესვერში ვარაუდობენ, რომ სუვალის დერეფანში მოხდება ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტი და არეულობა მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.
ამასთან, აღნიშნულია, რომ იმ მომენტში, როდესაც აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ აშშ დროებით ლიდერის გარეშე დარჩება, რუსეთი ნატო-ს ტერიტორიაზე გაიმეორებს ისეთივე შეჭრას, როგორც ეს 2014 წელს ყირიმში გააკეთა. ამავე სცენარით, მაისში ნატო რუსეთის შესაკავებლად აღმოსავლეთ ფლანგზე 300 000 ჯარისკაცს გააგზავნის.
ცნობიათვის, დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთი სულ უფრო და უფრო ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ომი მოიგოს, უკრაინამ კი დამატებითი ტერიტორიები და სუვერენიტეტიც კი დაკარგოს.