მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდრები აცხადებენ, რომ სამხრეთ ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერის მოადგილის სალეჰ ალ-არურისა და მოძრაობა „ალ-ქასიმის ბრიგადის“ ორი მეთაურის მკვლელობისთვის ისრაელი დაისჯება.
„ჰეზბოლა“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სალეჰ-ალ-არურის და მისი თანამებრძოლების მკვლელობა ლიბანზე სერიოზული თავდასხმაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიბანელი ხალხის უსაფრთხოებასა და ქვეყნის სუვერენიტეტს.
"ჩვენ „ჰეზბოლაში“ ვადასტურებთ, რომ ეს დანაშაული არასდროს დარჩება პასუხგაუცემელი და დაუსჯელი. ჩვენი წინააღმდეგობა ერთგულია თავისი პრინციპებისა და მოვალეობებისა, მას ხელი უდევს სასხლეტზე, მისი მებრძოლები კი იმყოფებიან მზადყოფნის უმაღლეს დონეზე. კრიმინალური მტერი, რომელმაც ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის, მკვლელობისა და განადგურების შემდეგ ვერ შეძლო ღაზის დამორჩილება, მკვლელობის პოლიტიკას მიმართავს“, - განაცხადეს „ჰეზბოლაში“ და აღნიშნეს, რომ მკვლელობა გააძლიერებს წინაღმდეგობის მოძრაობას პალესტინაში, ლიბანში, იემენში, სირიაში, ირანსა და ერაყში „მათი საქმის რწმენით“.
„ჰამასის“ ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეღ გარეუბანში აფეთქების შედეგად 2 იანვარს დაიღუპა.