იაპონიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 1 იანვარს ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,6 მაგნიტუდა შეადგინა. ყველაზე მეტად კუნძულ ჰონსიუზე იშიკავას პრეფექტურა დაზარალდა.
მიწისძვრის შედეგად ათობით სახლი და სხვა შენობა-ნაგებობა განადგურდა, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
მიწისძვრის შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოცხადდა ცუნამის განგაში, რომელიც რამდენიმე საათში გაუქმდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, რომელშიც ასევე ჩართულია იაპონიის არმია.