„ჰამასის“ ლდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან სამხრეთით მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
„ჰამასმა“ მისი სიკვდილის ფაქტი დაადასტურა.
ალ-არური „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ის ასევე ღრმად იყო ჩართული დაჯგუფების სამხედრო საქმიანობაში.
ლიბანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აფეთქება ლიბანის დედაქალაქის გარეუბანში, „ჰამასის“ ოფისთან მოხდა.
მედიის ბოლო ცნობებით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ აფეთქებას დანაშაული უწოდა. მისი თქმით, მომხდარი აფეთქება მიმართულია იმისკენ, რომ ლიბანი ჩათრეული აღმოჩნდეს ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში.
ალ-არურის მკვლელობის გამო, პროტესტის ნიშნად, პალესტინელებმა რამალაში მსვლელობა გამართეს.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.