უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, 2 იანვარს, უკრაინაში 5 ადამიანი დაიღუპა და 127 დაშავდა. კიევში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, მასირებული იერიშის დროს ადგილებზე მუშაობდა 500-ზე მეტი მაშველი და 111 ერთეული ტექნიკა.
2 იანვარს, რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, მათგან 72 უკრაინის ძალებმა გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრასარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსები უტევდნენ სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურას, სამრეწველო და სამხედრო ობიექტებს. მისივე თქმით, მტრის ძირითად სამიზნეს უკრაინის დედაქალაქი წარმოადგენდა.