რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე სარაკეტო იერიშისას, შეცდომით უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე რუსული სოფელი დაბომბეს.
ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
დაიბომბა ვორონეჟის რეგიონში მდებარე სოფელი პეტროპავლოვკა. დაზიანდა 6 შენობა, მსხვერპლი არ არის.
დილით ადრე, რუსმა ჟურნალისტმა ოლგა სკაბეევამ განაცხადა, რომ უკრაინამ მოახდინა "ტერორისტული თავდასხმა" ვორონეჟის სოფელზე - მაგრამ შემდეგ წაშალა პოსტი, რაც გაირკვა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი.