უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს საღამოს რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბეს.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, „დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე. იტყობინებიან ოთხი დაშავებულის შესახებ, ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„სერიოზული ნგრევა და ხანძარია. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ. ასევე განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერს ტერეხოვი.
ამასთან, სინეგუვოვბა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე 6 დარტყმა განახორციელეს.