გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინას რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მხარდაჭერა გამოუცხადა.
„წლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა კიდევ ერთხელ მოუწყო ტერორი უკრაინას. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა გაანადგურა მათ შორის, სამშობიარო სახლი. 2024 წელსაც ჩვენ ერთი სანტიმეტრითაც არ მოვშორდებით უკრაინას და მის გვერდით ვიდგებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში 29 დეკემბერს, დილით რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.