უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ავდიივკაში ჩავიდა, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
პრეზიდენტმა გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პოზიციები მოინახულა დამეთაურთან თავდაცვასთან საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილა.
ასევე ზელენსკიმ ჯარისკაცებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა მეომრის, ყველა ჯარისკაცის, მეზღვაურის, სერჟანტის, ყველა ოფიცრის, ვინც ამ ომშია. მადლობა თქვენ, ჯარისკაცებს! ავდიივკაში ჯარისკაცებს მივულოცეთ შობა და ახალი წელი.
ყველას, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას. უსაზღვრო მადლობა ჩვენი გმირების ახლობლებს, ოჯახებს და ყველას, ვინც ეხმარება, ვინც მუშაობს, რათა ჩვენს ბიჭებს ფრონტზე ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, - განაცხადა ზელენსკიმ.