უკრაინაში, რუსეთის იერიშის შედეგად დღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 108 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხდა,
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 დაღუპულისა და 76 დაშავებულის შესახებ.
რუსეთმა მასირებული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ 29 დეკემბერს, დილით განახორციელა. ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოექცა უკრაინის დედაქალაქი, ლვოვის, დნიპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
მტერმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ კორპუსებზე, სამშობიაროზე, სავაჭრო ცენტრზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე.