ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის პორტთან რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკიზე“ იერიშის შედგად დაჭრილია სულ მცირე 19 რუსი სამხედრო, 33 კი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ამის შესახებ რუსული გამოცემები „ასტრა“ და „აგენტსტვო“ იუწყებიან.
„ასტრას“ ინფორმაციით, 26 დეკემბრის ღამეს იერიშის დროს, გემზე 77 მეზღვაური იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, დაკარგულია სულ მცირე 33 მეზღვაური, 19 კი დაჭრილია.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა მანამდე განაცხადა, რომ იერიშის შედეგად ერთი ადმიანი დაიღუპა და ოთხი დშავდა.
ის, რომ იერიშის დროს გემზე იმყოფებოდნენ მეზღვაურები, ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა გამოცემა „აგენტსტვომაც“. მისი ცნობებით, ხომალდზე დარტყმის დროს, სავარაუდოდ, სულ მცირე ორი ოფიცერი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, 26 დეკემბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის რაიონში შავი ზღვის ფლოტის რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს.