უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 31 მოერიშე დრონითა და ორი რაკეტით თავს დაესხნენ, უკრაინის დამცველებმა მტრის 28 უპილოტო საფრენი აპარატი და ორივე რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეტევა ანექსირებული ყირიმიდან განახორციელეს. 28 დრონი განადგურებულია ოდესის, ხერსონის, მიკოლაივის, დონეცკის, კიროვოგრადისა და ხმელნიცკის ოლქების ტერიტორიებზე.
ამასთან, შეგახსენებთ რომ 24 დეკემბერს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა მტრის ორი ბომბდამშენი, დონეცკის ოლქში - სუ-34 და შავი ზღვს აკვატორიის თავზე სუ-30 გაანადგურეს.