ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესაზე რომის პაპმა ფრანცისკემ ქადაგებისას წმინდა მიწაზე მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
პაპმა აღნიშნა, რომ ომის გამო ქრისტე კიდევ ერთხელ არის უარყოფილი, ხოლო მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ უარყო.
„ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით. მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში“, – განაცხადა პაპმა.
პაპმა თქვა, რომ "ჩვენ ახლოს ვართ ჩვენს ძმებთან და დებთან, რომლებიც ომში იტანჯებიან - ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე".
პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე.