ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ შაბათს, 23 დეკემბერს ხერსონის დაბომბვის შედეგად 10 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და 62 დაშავდა.
მან ამ დღეს უწოდა „რუსული ტერორის შავი დღე თავისუფალი ხერსონისთვის“
ასევე თავის ტელეგრამ-არხზე პროკუდინმა გამოაქვეყნა დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტომასალა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გაზსადენი, საავადმყოფო და საცხოვრებელი კვარტლები.