ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 118-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, 105 ადამიანი განსუს პროვინციაში დაიღუპა, 13 კი ცინხაიში. გარდა ამისა, ცინხაის პროვინციაში 20 ადამიანი დაკარგულად არი მიჩნეული. მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 182 ადამიანი.
ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.