ევროკავშირი 1-ელ თებერვალს გამართავს რიგგარეშე სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ იმსჯელებს.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სამიტი იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ის 1-ელ თებერვალს გაიმართება.
მისი თქმით, თარიღმა გადაიწია იმის გამო, რომ ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერებს კვლავ სურთ დაარწმუნონ უნგრეთი, მოხსნას ვეტო გადაწყვეტილებაზე.
„ევროკავშირის საგანგებო სამიტი მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ 1-ელ თებერვალს გაიმართება... უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად, ცოტა მეტი დრო გვჭირდება უნგრეთის დასარწმუნებლად“, - თქვა მიშელმა.
მიშელმა თქვა, რომ რომ უკრაინის დახმარების გადაწყვეტილებას 27 წევრი ქვეყნიდან 26 მხარს უჭერს, წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია. მიშელს მიაჩნია, რომ ეს ფაქტონივად აჩვენებს თანხების გადაცემის განზრახვის ერთსულოვნებას.