საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგასთან ანტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში მოუწოდა აშშ-ს გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე, რათა შეაჩეროს ღაზაზე თავდასხმები.
მოლაპარაკებების დროს, რომელიც ამერიკული მხარის მოთხოვნით გაიმართა, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
როგორც თურქეთის სააგენტო „ანადოლუ" იუწყება, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-თურქეთის ურთიერთობაში ალიანსის შესაბამისობაში მოქმედების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში, F-16-ების მიწოდებისა და მოდერნიზაციისა თავდაცვითი მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე. ფიდანმა ყურადღება გაამახვილა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ვითარების გაუარესებაზე და მოუწოდა აშშ-ს გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე თავდასხმების შესაჩერებლად.
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე, ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ.