უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეში აქციაზე გამოვიდნენ მარიუპოლის დამცველი 200-მდე სამხედრო ტყვის ოჯახების წევრები ტყვეების გაცვლის პროცესის დაჩქარების მოთხოვნით. ასეთივე აქცია გაიმართა კიევშიც.
როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, სამხედრო ტყვეების გაცვლა ბოლოს ივნისში შედგა.
მათი ცნობებით, რუსების ტყვეობაში 2 000 ათასზე მეტი სამხედრო იმყოფება. აქცის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები, ასევე ფოტოები. აქციაზე იმყოფდნენ ბავშვებიც.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ბავშვი მას შემდეგ დაიბადა, რაც მათი მშობლები ტყვეებად ჩავარდნენ და ისინი არასდროს უნახავთ.
ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ მოედანზე აქციის მონაწილეებმა აღმართეს ინსტალაცია - ლითონის ნაძვის ხე მავთულხლართებით, იმის შესახსენებლად, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე მეორე შობაა, რაც ტყვეობაში იმყოფებიან.