სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, უმრავლესობა დაკარგოს. იუწყება Reuters-ი.
არჩვენები განიხილება, როგორც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და სერბეთის პოპულისტური პროგრესული პარტიის მცდელობა, უზრუნველყონ ხელისუფლებაში კიდევ ოთხწლიანი ვადა მასობრივი პროტესტების შემდეგ, რომელმაც მათი პოპულარობა შეარყია.
იმის მიუხედავად, რომ ეგზიტპოლები აკრძალულია, სოციოლოგიური კომპანიების პირველი არაოფიციალური შედეგები ადგილობრივი დროით 21 საათზე გახდება ცნობილი.
ვადამდელი არჩევნების გამართვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საპროტესტო გამოსვლები სახელდება, რომლებიც უკვე რვა თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზებს შორისაა ასევე პოპულისტური პროგრესული პარტიის რეიტინგის დაცემა და მოძრაობის „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ პოპულარობის დინამიური ზრდა, ასევე სერბეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.
ამასთან, ეს არჩვენები პირველია, რომლის საკვანძო საკითხსაც წარმოადგენს არა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, არამედ კოსოვოს მომავალი, რადგან ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების იდეის მხარდაჭერა ნელ-ნელა იკლებს და მისი მომხრეები ახლა უკვე უმცირესობაში არიან.