ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის ბაჰრეინსა და კატარში ჩავა. ამის შესახებ ოსტინი სოციალურ ქსელში წერს.
ოსტინი აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეგიონული უსაფრთხებისა და სტაბილურობისათვის ამერიკის მხარდაჭერას.
“მივემგზავრები ისრაელში, ბაჰრეინსა და კატარში, რათა ხაზი გავუსვა აშშ-ს ვალდებულებებს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით, ვიმუშავებთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე”, - წერს ოსტინი.