ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. იუწყება BBC
ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა.
დიდმა ტალღებმა გემი ჩაძირა, რის შედეგადაც 61 ადამიანი, დაიხრჩო, მათ შორის არიან ბავშვები.
ლიბია არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მიგრანტების გასაგზავნად, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო.