უკრაინული მედიის ცნობით, 15 დეკემბრის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უკრანის საჰაერო ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარის პრიმორსკი-ახტარსკის რაიონიდან გაშვებული 14 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
„მტრის 14-ვე დრონი ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა მიკოლაივის, ხერსონის, ხმელნიცკის და პოლტავის რეგიონებში“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
რუსეთის საოკუპციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ. 14 დეკემბერს, უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა ოთხჯერ გამოცხადდა.