ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განმარტა, როგორ იყო მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე.
მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია.
ალექსანდრ დე კროს თქმით, ვიქტორ ორბანი არ იღებდა მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.
„ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა. {საქართველოს პირველი არხი}