„შაჰედის“ ტიპის ერთ-ერთი დრონი, რომელსაც რუსეთი ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევისთვის იყენებდა,14 დეკემბერს ღამით, რუმინეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. იუწყება უკრაინული მედია.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გააქტიურა საჰაერო საპატრულო პროცედურები, ამავე დროს, გენერალურ ინპექციას აცნობეს ტულჩინსკის და გალაცკის რაიონების ტერიტორიების შესახებ, რომლებიც აღნიშნული ვითარების გამო რისკებისგან შესაძლოა, ყველაზე მეტად დაზარალებულიყვნენ.
დრონი უკრაინის საზღვართან, რუმინეთის სოფელ გრინდუდან ოთხ კილომეტრში, დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. საფრენი აპარატის ჩავარდნის ადგილას 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდა. მომხდარის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი დაიბარეს. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.
რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუმინეთისა და გერმანიის შეირაღებული ძალების თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო სივრცის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებენ.
გასულ ღამეს ოკუპანტების დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში 11 ადამიანი დაშავდა, დაიწვა ავტომობილი და დაზიანდა პორტთან მდებარე სასაწყობე შენობები.